Tuesday, 31 March 2015

დღე მეშვიდე

დღვანდელი  დღე  დაიწყო  ჩვეულებრივად,  დავალების  განხილვით.  უნდა წარგვედგინა  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაცია  ჩვენი  ჩექლისტის  მიხედვით. კოლეგები    საკმაოდ  მონდომებით  მუშაობენ  და შესაბამისად  პრეზენტაციები  იყო მეტად  საინტერესო.
გავიხსენეთ   drive-ში  მუშაობა.

ვისწავლეთ  ძირითადი  გვერდის  გარდა  სხვა  გვერდების  შექმნა, დამატება და მისი  მართვა.  ამისათვის  უნდა ავირჩიოთ  ბმული  Page.  შემდეგ  New page.  გამოვა  ეკრანული  ფურცელი  ტექსტის  შესაქმნელი  ინსტრუმენტებით  და  ველი გვერდის  სახელის  დასარქმევად.  მე შევქმები  ორი  გვერდი:  პორტფოლიო  და  ჩემ შესახებ.

შექმნილი  გვერდების  გამოქვეყნებისთვის  დავაწკაპოთ  ბმულზე  Layout.
ბლოგის  მთავარი ვებ-გვერდის  დამატებითი ელემენტების  არეში შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების დამატებითი საინფორმაციო  ელემენტების  ანუ ვიჯეტების  (Widgets, Gadget ) ჩასმა  ან ამოღება.
ახალი  გვერდის  გამოქვეყნებისათვის გავხსნათ    Page Elements ქვეჩანართი  და  ბლოგის სტრუქტურული ელემენტების სქემაზე დავაწკაპოთ edit  ღილაკზე.  გაიხსნება  ფანჯარა,  სადაც  წარმოდგენილია ჩვენ მიერ შექმნილი გვერდების  სია.  გავუკეთოთ მონიშვნა  იმ გვერდს,  რომელიც  გვინდა რომ გამოქვეყნდეს  ჩვენს  ბლოგზე  და  დავამოწმოთ  ეს    save  ღილაკით.

ბოლოს  გავეცანით  მე-5  მოდულის  აქტივობა 1.    შეფასებების სქემა  და  დავალებად  მოგვცა  ტრენერმა  შეფასების  სქემების  დაწვრილებით  განხილვა.


შესაბამისად  პროექტის  გეგმაში  უნდა Sევავსოთ ამ  თემასთან დაკავშირებული  ტექსტური  ველები.

Friday, 27 March 2015

დღე მეექვსე

დღეს  საკმაოდ  დატვირთული  და  შესაბამისად   საინტერესო  დღე  გვქონდა. დასაწყისში  მიმოვიხილეთ  საშინაო  დავალებები.  წარმოვადგინეთ  პედაგოგის პრეზენტაცია,
რამდენიმე  პრეზენტაცია,  მათ შორის  ჩემიც,   განვიხილეთ  დაწვრილებით.   მოვისმინე შენიშვნები,  რასაც  აუცილებლად გავითვალისწინებ.
ტრენერი  გვესაუბრა  იმ  გეგმის  შემუშავებაზე,  რომელიც  უნდა  მივცეთ  მოსწავლეებს პროექტზე  მუშაობის  დაწყების  წინ,    შესაბამისად   შევქმენი  ჩემი  პროექტის განხორციელებისათვის    ე.წ  ჩექლისტი.

ვისწავლე    ფაილის ატვირთვა   უფასო ვებსაიტზე  შენახვის მიზნით.  შევქმენი საქაღალდეები „My drive“ -ზე,   ავტვირთე  ორი  ფაილი.  გავეცანი  საქაღალდეებთან და  ფაილებთან მუშაობის  ბრძანებებს  ობიექტის  კონტექსტური  მენიუდან.
 დავალება  მაქვს  პროექტის  პრეზენტაცია,  როგორიც  იქნება  სავარაუდოდ  მოსწავლის  ნამუშევარი  ჩემი  მითითებების  შესაბამისად.


Tuesday, 24 March 2015

მეხუთე დღე

        ტრენინგის  დაწყებისას  განვიხილეთ  წინა მასალა.  გავეცანით  კოლეგების  გაკეთებულ  ბუკლეტებს,   გამოვთქვით  აზრი  თითოელის  შესახებ.
        განვიხილეთ  ბლოგებზე  გაკეთებული   კომენტარები.  ტრენერი გვესაუბრა  კომენტარების  მნიშვნელობაზე.   ჩემთვის  საინტერესოა   კოლეგების  მიერ  გამოთქმული  აზრის  მოსმენა  ჩემს   ნაშრომზე.
        განვიხილეთ  ბლოგის ინსტრუმენტები.   კერძოდ  გრაფიკული   ელემენტების  შემოტანა პოსტზე  და  მისი  მართვა.

        გავეცანი  საიტების  საავტორო  უფლებების  ნიშნულს.
  
         დავიწყეთ  საპრეზენტაცი  პროგრამის  შესწავლა.  მიმოვიხილეთ  სლაიდებთან  მუშაობის  ძირითადი  ინსტრუმენტები.
           ჩემთვის საინტერესო  იყო   ტრენერის  მიერ  პედაგოგის  პრეზენტაციისათვის  გასაკეთებული მითითებები.  კერძოდ  იმ  ძირითადი   ინფორმაციის  მიმოხილვა,  რომელიც  აუცილებლად  უნდა  იყოს  წარმოდგენილი   პედაგოგისაგან   პრეზენტაციის დროს.   

მივუბრუნდით  სამუშაო  გეგმას  და  მივიღეთ დავალება  სამუშაო გეგმის  სრულყოფისათვის.  კერძოდ  უნდა  შევავსოთ  სასწავლო  პროცედურების  ველი. 

პროექტისთვის საჭირო ფოტო მასალა









Friday, 20 March 2015

დღე მეოთხე

დღეს  გავეცანით  ბლოგის  პარამეტრების მომართვას.   ბლოგზე კომენტარების მომზადებას და დაფიქსირებას.პრაქტიკულად განვახორციელეთ ეს აქტივობები.. 
გავეცანით მეორე  მოდულის მესამე აქტივობას, სადაც განხილულია შეფასების სტრატეგიები.
დავალება  გვაქვს  მეორე  მოდულის   მესამე და მეოთხე აქტივობების  უფრო  ღრმად გაცნობა  და  შესაბამისად  სამუშაო  გეგმაში  შესაბამისი ინფორმაციის შეტანა. 

დღე მესამე

განვიხილეთ საშინაო დავალება.
.
დღეს ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმულირება  პროეკტისთვის.  ვისაუბრეთ, თემატური და შინაარსობრივი კითხვები როგორ აღვიძებს მოსწავლეების ინტერესს და როგორ იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას
ჩემი  პროეკტის  თემაა  „ცოცხალი  ორგანიზმები და  გეომეტრიული  პროგრესია“ კითხვები  შემდეგნაირად  ჩამოვაყალიბე:
ზოგადი კითხვა:
შესწევს თუ არა  უნარი  გარემოს, გაუძლოს ცოცხალი ორგანიზმების უსასრულო  გამრავლებას?
რას ეწოდება  მიმდევრობა?
შინაარსობრივი კითხვა:
როგორ და  რა  დროში  მრავლდებიან ცოცხალი  ორგანიზმები?
რა არის გეომეტრიული  პროგრესია?  
თემატური კითხვა:
1. რა  კავშირია ცოცხალ  ორგანიზმებსა  და  გეომეტრიულ პროგრესიას შორის?

 ვისწავლე ბლოგის გამოყენება - პოსტის გამოქვეყნება, 

დღე მეორე

დღეს  ვისწავლე  პუბლიკაციის დაგეგმვა. გავეცანი  გამოცემის ნიმუშებს.   შევქმენი  სარეკლამო  ბუკლეტი

დღე პირველი


ტრენინგის   პირველმა დღემ  საკმაოდ  საინტერესოდ   ჩაიარა.  გავეცანი  კურსის  ძირითად მიზანს. ვფიქრობ,  რომ   ბევრ საინტერესო  სიახლეს  გავეცნობით,  რაც  მომეხმარება  კიდევ უფრო საინტერესო გავხადო  პროექტებზე  მუშაობა.
 დღეს  მიმოვიხილეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი.